გუშინდელი „თელავი“-„ჩიხურას“ რეპორტაჟისას თვალში საცემი ფაქტი იყო, თუ როგორ მხურვალედ ქომაგობდნენ კახელები საკუთარ გუნდს. თუმცა, ისიც ნათლად ჩანდა, რომ სტადიონის ირგვლივ შეკრებილი გულშემატკივრები ნაკლებად იცავდნენ სოციალურ დისტანციას.

რეგიონებში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ. მით უფრო, როდესაც გუნდი ეროვნული ლიგის დებიუტანტია, მისი ქომაგი იმატებს. ისიც ფაქტია, რომ ასეთ დროს კორონავირუსის გავრცელების შანსი უფრო მეტია, ვიდრე მოწესრიგებულად ტრიბუნებზე. დიდი ალბათობით, საფეხბურთო კლუბი „თელავი“ გაცილებით ორგანიზებულად მოახერხებდა გულშემატკივრის სტადიონზე დასწრებას, ვიდრე ქომაგების სპონტანური გადაწყვეტილებაა.

მსგავსი რამ მარტო კახეთის რეგიონში არ ხდება – იგივეა ბათუმში, ქუთაისში, გორში… გულშემატკივრები სტადიონის ირგვლივ იკრიბებიან და ისე ქომაგობენ საყვარელ გუნდს. უფრო უპრიანი იქნება, მათი სოციალური დისტანციით სტადიონის ტრიბუნებზე დაშვება. კლუბები შეძლებენ ამის ორგანიზებას და ამის საშუალებას ტრიბუნების ტევადობაც იძლევა. კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდული კანონმდებლობა კი, ამის უფლებას არ იძლევა.

ფეხბურთის ფედერაციაში ეს ამბავი რომ მოვიკითხეთ, აგვისტოდან მაყურებლები სტადიონზე დასწრების უფლებას მიიღებენო, ასე გვიპასუხეს, თუმც უეჭველი თუ აე იქნება, ვერ გეტყვით …

წილი
წინა სტატიარეალი – ბარსა 92:91
შემდეგი სტატიაბახმა მოსკოვი საეჭვოდ გაიხსენა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...