2021 წელს გასამართ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც წლულს უნდა გამართული, „რაღაც ემუქრება“. ეს „რაღაც“ კი, ბოიკოტი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადება და წარსულის გახსნება, ამას გვაფიქრებინებს.

Какой дурак предложил устроить Олимпиаду в Москве»: почему Брежнев ...შეგახსენებთ, რომ 1980 წელს, მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი 60-ზე მეტმა ქვეყანამ გამოუცხადა. მიზეზი 1979 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლა იყო. სწორედ ეს ფაქტი გაიხსენა ბახმა.

„1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტმა არაფერი მოგვცა. ეს ყველამ აღნიშნა. ოლიმპიადის დასრულებიდან რამდენიმე თვეში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მითხრეს, რომ დაუშვეს შეცდომა და ბოიკოტი არასწორი იყო. თვით მაშინდელმა კანცლერმაც კი, რომელიც გვაიძულებდა ბოიკოტს, შეცდომა 2008 წელს აღიარა.

სპორტსმენებს ოლიმპიური ოცნება წაერთვათ, რისთვისაც წლები ემზადებოდნენ. ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს ბოიკოტზე, ეს გაკვეთილი უნდა გაითვალისწინონ. სპორტში ბოიკოტი სასიკეთოს არაფერს მოიტანს. პირიქით, ვნებს სპორტსმენებს და ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც თავიანთი ათლეტებით უნდა იამაყონ. რა საჭიროა ბოიკოტი? ის ვნებს ოლიმპიურ სულს, სპორტსმენის ფასეულობას, რისთვის ჩვენ ვიბრძვით“, – გვამცნობს ბახის სიტყვებს სოკ-ის პრესსამსახური.

საეჭვო განცხადება თუ მინიშნებაა. რატომ დასჭირდა სოკ-ის პრეზიდენტის ამ ფაქტის გახსენება, ვერ გეტყვით. ბოლო თვეებშიც კი, არ ყოფილა ისეთი განცხადებები, რომ ვინმეს ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადების სურვილი ჰქონოდა. გარდა იმისა, როდესაც რამდენიმე ქვეყანამ კორონავირუსის გამო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩასვლა არ ისურვა. ეს იყო მარტში და ოლიმპიადა გადადიდო კიდეც…