
ბარსელონელებს ნეიმარის საყიდელი ფული არ აქვთ და იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ მის შესაძლო ტრანსფერში „ხურდად“ ესპანური კლუბის რომელიმე ფეხბურთელიც იქნებოდა ჩართული.
აქ კი თავად პარიზელებმა აარჩიეს სამიზნე და თუ პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს რეალურად სურს მესის გულის მოგება, უსმან დემბელე უნდა გაწიროს.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა ნახევარმცველმა „ბარსელონას“ მაისური სულ ხუთჯერ მოირგო და ერთადერთი გოლი გაიტანა.