Official: Gasperini remaining with Atalanta - RomaPress.netიტალური „ატალანტა“ ძალიან მაგარ ფორმაშია და ასეთივე ფეხბურთს თამაშობს. ჯან პიერო გასპერინის გუნდს კარანტინის შემდეგ წაგება არ აქვს – რვა შეხვედრიდან შვიდი მოიგო და მხოლოდ ტურინის „იუვენტუსთან“ (2:2) ითამაშა ფრედ. აღსანიშნავია, რომ ტურინელებისგან ორივე გოლი პენალტით გაუშვა.

ბოლოს ბერგამოელებმა სერია A-ს აუტსაიდერი „ბრეშა“ გაანადგურეს – 6:2. მიმდინარე ჩემპიონატში „ატალანტას“ უკვე 93 გოლი აქვს გატანილი.

XXI-ე საუკუნეში სერია A-ს რეკორდული მაჩვენებელი 94 გოლია. ეს 2016-17 წლების სეზონში „ნაპოლიმ“ მოახერხა. თუმცა, ბერგამოელებს წინ კიდევ 5 მატჩი აქვთ. დიდი ალბათობით, გასპერინის გუნდი 100-ბურთიან ნიშნულს გადალახავს. ასეთი რამ კი სულ ორჯერ მომხდარა – „ტორინომ“ 1948-49 წლების სეზონში 125 გოლი შეაგდო, ხოლო ერთი წლის შემდეგ 118 გოლი „მილანმა“ გაიტანა.

German Football Ambassador 2020: The rise of Robin Gosens ...ტოპ-5 ჩემპიონატებიდან წლევანდელ სეზონში „ატალანტაზე“ მეტი მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ აქვს გატანილი (100). თუმცა, გასპერინის გუნდი ერთადერთია, რომელმაც ოთხ მატჩში მოახერხა ექვსი და მეტი გოლის გატანა.

ჰო, რობინ გოსენსზეც ვთქვათ: ტოპ-5 ჩემპიონატში გერმანელი ყველაზე შედეგიანი მცველია და ეს ფაქტი „ბრეშასთან“ მატჩის შემდეგ დაფიქსირდა, რომელშიც ორი საგოლე პასი მიითვალა. ახლა გოსენსის ანგარიშზე ცხრა გოლი და რვა საგოლე პასია. გოსენსმა უკან მოიტოვა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რომლის ანგარიშზე 15 შედეგიანი მოქმედებაა…