U Minhenu misle na budućnost kluba - Sportske novostiBayern CEO Karl-Heinz Rummenigge renews call for 50+1 rule to be ...მიუნხენის „ბაიერნმა“ პსჟ-დან 18 წლის მცველი ტანგი ნიანზუ კუასი დაიმატა. ნიჭიერი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 18 წლის ფეხბურთელი პარიზული კლუბის აღზრდილია. ის მცველია, თუმც 2019-2020 წლების სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში სამი გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გააკეთება მოახერხა.

კუასიმ „ბაიერნთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა…

ამ კონტრაქტს მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი – თითქოს „ბაიერნი“ კონკურენტ გუნდებში ფეხბურთელებს დასდევს, ართმევს და ასუსტებს.

„ბაიერნის“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგემ ამ ფაქტს არასერიოზულს უწოდა და ამბობს, რომ „ბაიერნს“ მსგავსი გარიგებებისას მხოლოდ სპორტული ინტერესი ამოძრავებს და ის შეხედულებები, რომ ხსენებული გზით კონკურენტებს ასუსტებს, მცდარია.

„მიუნხენის „ბაიერნს“ არასდროს აუყვანია ფეხბურთელი იმ მოტივით, რომ კონკურენტი დაესუსტებინა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს „პარი სენ-ჟერმენთან“. ძალიან კარგად ვაფასებ ნასერ-ალ ხელაიფის საქმიანობას. ლეონარდოსთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება ტანგი კუასის, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მას სარფიანი წინადადებები ჰქონდა, მათ შორის „ლაიფციგიდანაც“. ჩვენ ვიცოდით, რომ კუასი არ აპირებდა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და მაშინ, როცა ასეთი ტალანტი კლუბის დატოვებაზე ფიქრობს, რა თქმა უნდა, „ბაიერნი“ მის მიმართ ინტერესს იჩენს, ეს ლოგიკურია,“ – ეს კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

18 წლის ფეხბურთელი მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში 1 ივლისს ჩაირიცხა და ბავარიაში 2024 წლამდე დარჩება.