რუბინის" მწვრთნელმა დაასახელა ...ყაზანის „რუბინის“ ჩვენიანი ხვიჩა კვარაცხელია პაუზის შემდეგ განახლებულ რუსეთის ჩემპიონატში გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. წინა ტურში, ცეესკასთან, მოსკოვში, პენალტიც გამოიმუშავა და გუნდში საუკეთესოდაც აღიარეს.
მთავარი კი ისაა, რომ 19 წლის ქართველი დაღვინებულ და დისციპლინირებულ ფეხბურთს თამაშობს. კვარაცხელიას „რუბინთან“ 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი. მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხვიჩას გუნდიდან ნაადრევად გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ჩანს, კლუბის ბოსები ისეთ წინადადებას მიიღებენ, რაზეც უარს ვერ იტყვიან. რუსულვე „კრასნოდარი“, რომელსაც შარშან კვარაცხელიაში მოთხოვნილი ფული ებევრა, მზადაა, ახლა გაცილებით მეტი გადაიხადოს. ზუსტი ციფრი არ თქმულა, მაგრამ „კრასნოდარი“, რომელიც მომავალ სეზონში, დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, ჩვენიანის გადასაბირებლად ფულს არ დაინანებს.
ყაზანური კლუბიდან გამოჟონილი ინფორმაციით კი რუსეთს ხვიჩა კვარაცხელიას საქმეში სანახავად რამდენიმე ესპანური კლუბის აგენტიც სტუმრობდა.