
პირველი ტაიმის მიწურულს დანიელ პოდენსემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც რაულ ხიმენესმა გოლად აქცია. ტაბლოს თანახმად, მატჩის დაწყებიდან ზუსტად 46.57 წუთი იყო გასული. მეორე ტაიმის სტარტზევე „მგლებმა“ საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღეს, იქიდან ჩაწოდებული კი ლეანდერ დენდონკერმა მეორე გოლად აქცია. იმავე ტაბლოს თანახმად, ამ მომენტში მატჩის დაწყებიდან 45.45 წუთი იყო გასული… მერე დიეგუ ჟოტას მესამე გოლიც იყო, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად საინტერესოა.
ბუნებრივია, პირველ და მეორე გოლთან დაკავშირებული ქრონომეტრიული კაზუსი მატჩის ოქმში სხვაგვარად შევიდა. პირველი გოლი 45-ე, მეორე კი 46-ე წუთზე გატანილად დაფიქსირდა.