„ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ამერიკულ MLS-ში შესაძლო გადასვლაზე ალაპარაკდა.
„შესამჩნევია, რომ შტატებში ფეხბურთი ყოველწლიურად უფრო მიმზიდველი ხდება. ეს კარგია და სასიამოვნო. განსაკუთრებული შეგრძნებაა ადევნო თვალი იმას, როგორ იზრდება და ვითარდება ფეხბურთი. სიამოვნებით ვუყურებ MLS-ის ჩემპიონატს.
„ინტერ მაიამიში“ გადასვლა? ვნახოთ, შესაძლოა, დევიდ ბექემმა დამირეკოს“, – ამბობს რაკიტიჩი.
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს რაკიტიჩი რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს, ხორვატმა ისიც თქვა, რომ კატალონიური კლუბიდან წასვლა არ უნდა. თუმცა, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა…
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ფინანსური ბიუჯეტის შევსება ესაჭიროება და რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდის.
2019-2020 წლების სეზონში რაკიტიჩმა ყველა ტრუნირზე „ბარსელონას“ მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა მხოლოდ ერთი გოლი და 4-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.