ლონდონის „ტოტენჰემის“ ფანებს დიდი ხანია გული აქვთ აცრუებული დანიელ ლევიზე. კლუბის მფლობელი ინგლისურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუწურაქის და უნიჭო საფეხბურთო მენეჯერის რეპუტაციით სარგებლობს.ქომაგები დღემდე ვერ პატიობენ მას გუნდიდან მაურისიო პოჩეტინოს გაშვებას. ჟოზე მოურინიოს ხელში „დეზები“ მე-9 ადგილზე ტივტივებენ, მისი ტაქტიკური სიახლეების წყალობით კი გუნდის უპირველესი ვარსკვლავი ჰარი კეინი ჩრდილშია მოქცეული.
ფანების მითმინების ფიალა აივსო და მათ თვითმფრინავი იქურავეს, რომელიც 12 ივლისს „ტოტენჰემი“ – „არსენალის“ მატჩისას სტადიონს გადაუფრენს. თვითმფრინავზე უზარმაზარი ბანერი იქნება ჩაბმული – „ლევი, წადი აქედან!“.
სხვათა შორის, „ტოტენჰემის“ ფანები ჟოზე მოურინიუს გაშვებასაც ითხოვენ.


![ზურიკოს დუბლით სენტ ეტიენმა ქულა მოიპოვა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Zuriko-davitashvili-1-218x150.jpg)
![წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Tsitaishvili.jpg)

