აზერბაიჯანის ნაკრებს იტალიელი სპეციალისტი ჯანი დე ბიაზი გაწვრთნის. როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები ნახევარი წელიწადი მიმდინარეობდა. დე ბიაზის თქმით, ეს ახალი გამოწვევაა, რომლისთვისაც მზადაა.
დე ბიაზი ბაქოში აგვისტოს დასაწყისში ჩავა, თანაშემწეებად თანამემამულეებს – ბენიტო კარბონეს და კლაუდიო ბელუჩის გაიყოლებს და საქმეს შეუდგება.
დე ბიაზის სანაკრებო გამოცდილება აქვს – 6 წელი ალბანეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებითაც. სწორედ დე ბიაზის ხელში ითამაშა ალბანეთთმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე, 2016 წელს, საფრანგეთში. ბოლოს „ალავესში“, მუშაობდა, საიდანაც 2017 წელს დაითხოვეს. უმუშავია „სპალის“, „ბრეშიას“, „ტორინოს“, „ლევანტესა“ და „უდინეზეს“ მწვრთნელად.