
ამსტერდამის „აიაქსის“ საშინაო „იოჰან კრუიფ არენაზე“ რესტორანი გაიხსნა. Langs de Lijn – ასე ეწოდება ამ ორიგინალურ პროექტს, რომელმაც პირველი სტუმრები 8 ივლისს მიიღო. მაგიდები პირდაპირ მოედნის კიდეზეა ჩალაგებული.სტუმრებს ორ სხვადასხვა მენიუს სთავაზობენ, რომელთაგან თითოეულში სამი კერძი შედის. მომსახურების ღირებულება ერთ პერსონაზე 55-დან 100 ევრომდე მერყეობს და სტადიონზე ექსკურსიასაც ითვალისწინებს, გასახდელების დათვალიერების ჩათვლით. პროექტი აშკარად წარმატებული აღმოჩნდა. რესტორანი მსურველებს ვერ აუდის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეგზოტიკის გარდა ახალი ბიზნეს-პროექტი პანდემიის პირობებში ყველა შეზღუდვის (სოციალური დისტანციიდან დაწყებული) დაცვითაც სამაგალითოა. გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო – რესტორანი მცირედით, მაგრამ მაინც შეეხიდება ფინანსურ პრობლემებთან მებრძოლ „აიაქსს“.





