Botafogo anuncia contratação de Salomon Kalou | botafogo ...წლების წინ ლონდონურ „ჩელსიში“ ბურთაობდა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც კი გახდა. სალომონ კალუ ფეხბურთის ყველა ქომაგისთვის ნაცნობი პერსონაა. მას გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო, რომ არა ცეტი ხასიათი. ჯერ იყო და აყლაყუდა კოტ დივუარელი კარიერის პიკზე გაუშვეს „ჩელსიდან“. მერე ცოტა ხანს ფრანგულ „ლილში“ ითამაშა და 2014 წლიდან გერმანულ „ჰერტაში“ ჩაუშვა ღუზა…
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ახლახან, მარტში გუნდიდან გაუშვეს. მიზეზი კომიკურია: კორონავირუსზე ტესტების ჩაბარების დროს ტელეფონით პირდაპირ ეთერში გავიდა, არ იცავდა სოციალურ დისტანციას, დემონსტრაციულად ართმევდა ხელს თანაგუნდელებს და ექიმებს პროცედურის ჩატარებას არ აცდიდა… ჰოდა, კარისკენ მიუთითეს.
ახლა რად გაგვახსენდა ეს ამბავი? 35 წლის სალომონ კალუთი ბრაზილიური „ბოტაფოგო“ დაინტერესდა და კონტრაქტიც გაუფორმა… ახლა იქ იკარნავალებს.