„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” „ბორნმუთთან” შეხვედრაში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა.

ლონდონური კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, გაწბილებულმა 73 წლის ლორდ შუგარმა ჟოზე მოურინიუს გაშვება და მაურისიო პოჩეტინოს დაბრუნება ისურვა.

ამ შეხვედრაში „სფურზს” უნდა მოეგო და სამომავლო ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსს შეინარჩუნებდა, მაგრამ ჩაფლავდა — „ალუბლებს”, რომელთაც 14 დეკემბრის შემდეგ ერთი თამაში ვერ ჩაატარეს ისე, რომ გოლი არ გაეშვათ და გავარდნა ემუქრებათ, ვერაფერი დააკლო.

„პოჩ, დაბრუნდი!” — დაწერა ლორდმა შუგარმა „ტვიტერზე”.

ისე, ერთ ეპიზოდში „ტოტენჰემი” თითქოს პენალტს იმსახურებდა, მაგრამ VAR-მა არაო.