გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა. როგორც ჩემპიონთა ლიგაის გათამაშებაში, ამ ტურნირზეც, ჯერ არ გამართულა მერვედფინალის საპასუხო მატჩები.

წინასწარი წილისყრით კი მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„შახტარი“ (უკრაინა) VS „ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „ბაზელი“ (შვეიცარია) VS „აინტრახტი“ (გერმანია)  (1);

„ლინცერი“ (ავსტრია) VS „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) VS „კოპენჰაგენი“ (დანია)  (2);

„ინტერი“ (იტალია) VS „ხეტაფე“ (ესპანეთი) – „რეინჯერსი“ (შოტლანდია) VS „ლევერკუზენი“ (გერმანია) –  (3);

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) VS „ვულვზი“ (ინგლისი) – „სევილია“ (ესპანეთი) VS „რომა“ (იტალია) – (4);

Europa League quarter final draw Live: how and where to watch - AS.comშედეგად, ნახევარფინალში ითამაშებენ:

მეოთხე წყვილის გამარჯვებული – მეორე წყვილის გამარჯვებული; მესამე წყვილის გამარჯვებული – პირველი წყვილის გამარჯვებული

მერვედფინალის საპასუხო მატჩების წინ ასეთი მდგომარეობაა:

„შახტარი“ – „ვოლფსბურგი“ (პირველი მატჩი 2:1);

„ბაზელი“ – „აინტრახტი“ (3:0);

„ლინცერი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (5:0)

„კოპენჰაგენი“ – „ბაშაკშეჰირი“ (0:1)

„ლევერკუზენი“ – „რეინჯერსი“ (3:1)

„ვულვზი“ – „ოლიმპიაკოსი“ (1:1)

პირველი მატჩები არ გამართულა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი ორი წყვილის ბედს ერთი მატჩით გაარკვევენ:

„ინტერი“ – „ხეტაფე“ და „სევილია“ – „რომა“.

მეოთხედფინალური ეტაპიდან ევროპა ლიგას გერმანიის ოთხი ქალაქი უმასპინძლებს: კიოლნი, დუისბურგი, დიუსელდორფი და გელზენკირხენი.

5-6 აგვისტო: მერვედფინალის საპასუხო მატჩები;

10-11 აგვისტო: მეოთხედფინალები;

16-17 აგვისტო: ნახევარფინალები;

21 აგვისტო: ფინალი