ევროპული კალათბურთის ერთერთმა ყველაზე თვალსაჩინო მძიმე ფორვარდმა, ბევრი ქართველისთვის მძიმე გადაწყვეტილება მიიღო – რუსული არმიის გუნდს შეუერთდა და არ მგონია, სადაო იყოს ის ფაქტი რომ, პუტინ-ივანოვის მიერ ასე ბრენდირებულ-გაპიარებული ცსკა, სწორედაც რომ წითელი რუსული არმიის სახეა, იმ რუსული არმიისა, რომელიც საუკუნეა უმოწყალოდ გვავიწროვებს.
არ მესმის მათი, ვინც სპორტს პოლიტიკისგან მიჯნავს, პუტინის საყვარელ ფალავნებს რომ ვაკრავთ ბეჭებზე, ან მორაგბეთაგან რუსთა გვემაზე, ხომ ბრაგუნობს გული ენითაუწერელი სიამაყით?! მალხაზ ასათიანის გოლი მაინც გაიხსენეთ, ჩვენი დაღუპული ბიჭების ცხონებასავით რომ მიგვიღია…
ძველებს ემახსოვრებათ, გაგანია კომუნისტობის ჟამს, „დინამოს“ სავსე სტადიონი ჩაუხტა ზედ მოედანზე უსამართლო დამპყრობელ რეჟიმს, იმიტომ რომ სპორტი ეროვნულობის თვითგამოხატულების უდიდესი ფორმაა…
და რაც უნდა გამიჯნო-გამომიჯნო და პროფესიულ განვითარება-ტიტულები ახსენო, რუსეთი მტერია, ცსკა კი მტრის არმიის გუნდი…
შანსი ყოველთვის გეძლევა ადამიანს და თორნიკე შენგელიას შეეძლო მისით დაინტერესებული რუსული არმია დემონსტრაციული უარით ფეხებზე დაეკიდებინა და უბრალოდ ეთქვა, ყველაზე ცნობილი რუსული სამი სიტყვა, ამით ასიათასობით ქართველს სიამაყით აღავსებდა და სახალხო გმირადაც იქცეოდა, მაგრამ…
ასეა თუ ისე, მან არჩევანი გააკეთა და ამით შესაძლოა სარფიანი კონტრაქტი და არაერთი ტიტულიც მოიხვეჭოს და ეს ის ვითარებაა, როცა, გინდა არ გინდა სულმნათი შოთა გახსენდება-სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა…
Присяга спортивных рот ЦСКА
რუსეთი VS საქართველო - ისტორიული ...
2003 წლის 30 აპრილს მალხაზ ასათიანის გოლით რუსეთი დავამარცხეთ
გავიხსენოთ: მალხაზ ასათიანის გოლი ...