როგორც საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ინსტაგრამზე წერია, კლუბსა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელ ნიკა ნინუას შორის ტრანსფერზე პრობლემა არ შექმნილა. დინამოელთა ნახევარმცველი და კლუბი უკვე შეთანხმებულები არიან.
ახლა მთავარია „ბეშიქთაშის“ მწვრთნელის სერგენ იალჩინის პასუხი – კლუბი მის გადაწყვეტილებას ელოდება, რათა ნინუამ თურქულ გრანდში გააგრძელოს კარიერა.