„ბარსელონამ” „ესპანიოლს” 1:0 მოუგო, ლა ლიგიდან ბეჭედდასმულად გააგდო და თავად ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა. ასე დასრულდა კატალონიის დედაქალაქის დერბი, რომელზეც „ბარსას” ცენტრალური მცველი და ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავი ჟერარდ პიკე ველოსიპედით მივიდა.