ლოზანას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ბრაზილიური „სანტოსის“ სარჩელზე ესპანური „ბარსელონას“ მიმართ.
საქმე ეხებოდა 2013 წლის მაისში 57 მილიონ ევროდ გაჩარხული ნეიმარის ტრანსფერს. ბრაზილიელები კოლეგებს ტრანსფერის განხორციელებისას დაშვებულ დარღვევებზე ედავებოდნენ და მათთგან კიდევ 61 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ნეიმარმა და „სანტოსმა“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გაწყვიტეს. შესაბამისად, ესპანელთა ქმედებებში არაფერი თაღლითობის მსგავსიც კი არ შეინიშნება და ფეხბურთელთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებაც კანონის ჩარჩოებში ჯდება.
„სანტოსის“ იურისტებმა მარცხი აღიარეს. ამას გარდა, ბრაზილიელები გადაიხდიან საქმის წარმოებაზე „ბარსელონას“ მიერ გაწეულ ხარჯებს 18,5 ათასი ევროს ოდენობით.