რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა თორნიკე შენგელიას შესაძლო გადასვლას მოსკოვის ცეესკაში. კრიტიკა, რომელიც თოკომ ქართველი გულშემატკივრებისგან მიიღო, იქაურმა პრესამ გაავრცელა. თითქმის ყველა კომენტარი, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა, უკვე ყველასთვის არის ცნობილი.

Tornike Shengelia's NBA clause in his new mega deal with Baskonia ...ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ცეესკას ყოფილმა გამთამაშებელმა სტანისლავ ერიომინმა.

„დღეს სპორტი უფრო მაღლა დგას, მაგრამ ხშირად პოლიტიკური აქტივობები კონკრეტულ საკითხებს ხსნიან. ნათელია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რთული და დაძაბული ურთიერთობა არა მხოლოდ დღეს, არამედ ყოველთვის იყო, თუმცა მაქვს ურთიერთობა ქართველ ვეტერან კალათბურთელებთან და დიდი ნაწილი მარწმუნებს, რომ უბრალო ხალხთან არანაირი პრობლემები არ აქვთ და ნორმალურადაც მიაჩნიათ. ისინი ხშირად ინტერესდებიან რუსი სპორტსმენებისა და ვეტერანების ყოველდღიური ცხოვრების წესით.

პოლიტიკოსებს კი შეუძლიათ პრესის საშუალებით გამოაცხონ სენსაცია, „ბომბი“ ან პრეტენზია. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ცეესკა დღეს მხოლოდ სიმბოლურად წარმოადგენს რუსეთის არმიას. მოთამაშებიისა და სამწვრთნელო შტაბის ნახევარზე მეტი ხომ უცხოელია. ეს კლუბი არის რუსული კალათბურთის სახე. ვფიქრობ, მსგავსმა ტრანსფერებმა ქართულ საინფორმაციო საშუალებებში არ უნდა გამოიწვიოს ასეთი მწვავე რეაქციები.

არასდროს არ უნდა გამოიყენოთ სპორტსმენი ისე, თუ როგორ აპირებთ ფაზლის აწყობას. შესაძლოა, ძალიან მაგარი კალათბურთელი იყოს, ვარსკვლავი, მაგრამ გუნდში ვერ შევიდეს, რაც მთლიან სურათს დაანგრევს. იმედი მაქვს, ცეესკაში უკვე გაიგეს როგორი პარტნიორობა ექნება შენგელიას სხვა კალათბურთელებთან და რა როლი მიეცემა“, – ამბობს ერიომინი.

ჩვენ კი აქვე შეგახსენებთ თუ როგორ იშიფრება ქართულად აბრევიატურა ცსკა – არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რაც, დაგვეთანხმებით, ყურს ცუდად ხვდება…