Serie A: Ibrahimovic scores on return to help AC Milan beat Lazio ...არაერთხელ გვითქვამს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავმდაბლობის სინდრომი არ ემუქრება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შვედმა თავისებური ლაზათი შესძინა იტალიურ „მილანს“. ბოლო ხუთ ტურში ეს „როსონერის“” მეოთხე მოგება იყო და გუნდი მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა.
ისე, მოგებაცაა და მოგებაც. თითქმის უკვე ჩემპიონ „იუვენტუსთან“ 0:2-ს შემდეგ ზედიზედ ოთხი გოლის გატანა სერიოზული საქმეა. ბოლოს მილანელებმა ტურინელებს 4 გოლი 31 წლის წინ გაუტანეს.
დიდებული მატჩის ნამდვილი დესერტი კი ზლატანის კომენტარი იყო.
„დავბერდი, უკვე 38 წლის ვარ და ეს საიდუმლო არავისთვის არის. ძველებური ტანი აღარ მაქვს, თუმცა ჭკვიანი ვარ, ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ გუნდს გამოვადგე. მე პრეზიდენტიც ვარ, მწვრთნელიც და ფეხბურთელიც. ცუდი ისაა, რომ მხოლოდ ფეხბურთელის ხელფასს მიხდიან. მე რომ „მილანში“ სეზონის სტარტზე გადმოვსულიყავი, აუცილებლად სკუდეტოს მოვიგებდით,“ – განაცხადა ნამატჩეცს „თავმდაბალმა“ ზლატანმა.
პარველი გოლი ტურინელებს პენალტიდან სწორედ იბრამ გაუქვითა.