Guardiola confident Man City will avoid Champions League ban„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელები მკაცრად გააფრთხილა და შეახსენა, რომ წინ მნიშვნელოვანი მატჩი ელის ქვეყნის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში.

ეს გაფრთხილება გამოიწვია გუნდის თამაშმა, რომელიც „ქალაქელებმა“ პრემიერლიგის 33-ე ტურში აჩვენეს „საუთჰემპტონთან“ (0:1).

„მთელი სეზონის მანძილზე კარგად ვთამაშობთ. ვასრულებთ იმას, რაც გვქონდა ჩაფიქრებული და ფეხბურთელებიც ჩართული არიან სამუშაოში. თუმცა, რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ ახლა გუნდმა შეცდომებს უმატა. მართლია, ყველა მატჩში არა, მაგრამ – ფაქტია, გვაკლია გოლები და შესაძლებლობა, დავსაჯოთ მეტოქე. თუ ვითამაშებთ ისე, როგორც ვიცით, ვიქნებით სტაბილურები ორივე საჯარიმოში, მაშინ გვექნება შანსი ასპარეზობა გავაგრძელოთ, როგორც ინგლისის თასზე, ასევე – ჩემპიონთა ლიგაში. ხოლო თუ ვითამაშებთ ისე, როგორც „საუთჰემპტონთან“, „ტოტენჰემთან“ და „ნორვიჩთან“, ორივე გათამაშებიდან გავვარდებით,“ – თქვა ხოსეპ გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩი „არსენალი“-„სიტი“ 18 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მერვედფინალური შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაში, მანჩესტერელებს 7 აგვისტოს ელით. დავძინოთ ისიც, რომ „ქალაქელებმა“ პირველი თამაში „რეალს“, მადრიდში, 2:1 მოუგეს.