Kylian Mbappé - Player profile 19/20 | Transfermarktბევრს ეცადა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, პსჟ-დან კილიან მბაპე გადაებირებინა, მაგრამ ბოლოს ცხადი გახდა, რომ პარიზელები სუპერვასკვლავს არ გაყიდიან და თავად ეცდებიან მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას…
არადა, მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე სულ ორი წელიწადი დარჩა. რა ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზოს ფრანგულმა კლუბმა, რომ ზიდანის სურვილმა და ფლორენტინო პერესის ჯიბემ ერთად ვერ გადაწონოს?
და აი, აქ უკვე გვარიანად ნერვებმოშლილმა დონ ფლორენტინომ საკუთარი წაუგებელი სვლა გააკეთა – კილიან მბაპე 2022 წელს „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის შემთხვევაში ზღაპრული ხელფასის გარდა ერთჯერად ბონუსად 100 მილიონ ევროს მიიღებს.
საფეხბურთო ევროპას ამგვარი „წამახალისებელი“ გულუხვობა არ ახსოვს. პსჟ კი, თუ ყველაფერი ასე დასრულდა, ფეხბურთელში გროშსაც ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მბაპემ პსჟ-ის მაისურით გამართულ 33 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემაც შეასრულა.