ამერიკული ფეხბურთი იანკებისთვის მხოლოდ სპორტი არ არის. ამ სახეობის პოპულარობა და ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინანსური მასშტაბები ნამდვილად კოსმიურია.
„კანზას სიტი“ NFL-ის მოქმედი ჩემპიონია, მისი კვოტერბეკი პატრიკ მახოუმსი კი სუპერბოულის MVP გახდა.
24 წლის მახოუმსი ლიგაში სულ სამი წელია ბურთაობს, მაგრამ სპორტის ისტორიში ყველაზე მსუყე კონტრაქტი გაუფორმეს. მახოუმსი „კანზასში“ კიდევ 10 წელი იბურთავებს და ჯამში 503 მილიონ დოლარს მიიღებს. დაგვეთანხმებით, სპორტის არც ერთი სახეობის სუპერვარსკვლავს ასეთი პირობები არც კი დასიზმრებია.
აქამდე ყველაზე მსხვილი კონტრაქტის პატრონი ბეისბოლისტი მაიკ ტრაუტი იყო – 430 მილიონი დოლარი.