გორის „დილას“ მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბ „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს.

„მგლებთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. ფეხბურთელი 26 ივლისამდე „დილაში“ დარჩება, ხოლო აგვისტოს დასაწყისში ავსტრიაში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება.

„ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.