იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად აქამდე დაუპყრობელი მწვერვალი დალაშქრა და დიდი ალბათობით, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულსაც ირგუნებს. ასეთ დროს ერთობ მოულოდნელი იყო 53 წლის გერმანელის მხრიდან პენსიაზე საუბარი.
„საკუთარ თავს სიბერეში მწვრთნელად ნამდვილად ვერ ვხედავ. როცა მწვრთნელობა დავიწყე, 33 წლის ვიყავი და ჩემ თავს ვუთხარი: „აჰა, შინაარსიანი და დატვირთული 25 წელიც დაიწყო.“
Fußball | Bundesliga Von Klopp bis Beierlorzer - Die Bundesliga ...მას შემდეგ „მაინცში“ შვიდნახევარი წელიწადი ვიმუშავე, „დორტმუნდში“ შვიდი და როცა „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი ამომეწურება, ზურგს უკან ოცდასამწელიწადნახევრიანი სამწვრთნელო კარიერა მექნება მოტოვებული. ამის შემდეგ მწვრთელად მუშაობა ჩემს გეგმებში არ შედის,” – თქვა იურგენ კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელის კონტრაქტს „ლივერპულთან“ ვადა 2024 წელს გასდის და ჰერ კლოპი იმ დროს მხოლოდ 57 წლის იქნება. საეჭვოა, ამ კალიბრის სპეციალისტს ბობოლა კლუბებმა მაცდური წინადადებებით არ აუტალახონ ზღურბლი, მაგრამ ხომ გაგიგიათ – კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო.
იმავე ინტერვიუში კლოპმა კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა. მას არ მოსწონს, რომ პრემიერლიგის ჩემპიონის მედლებს მხოლოდ ის ფეხბურთელები მიიღებენ, ვინც, სულ მცირე, 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
„ვერ წარმოიდგენთ, წარმატებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანობა და ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვა. მედლის ღირსია მთავარი გუნდის ყველა წევრი, თუნდაც ერთ ან არც ერთ მატჩში არ ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. თუ ვინმეს მედალი არ შეხვდება, საკუთარს დავუთმობ,” – ესეც იურგენ კლოპის სიტყვებია.