საჩოგბურთო სამყარო აგვისტოს ელოდება. სწორედ 3 აგვისტოს WTA ქალთა ტურს პალერმოში განაახლეებს, აქედან ზუსტად 11 დღეში კი ATP და ვაჟთა ჩოგბურთი ვაშინგტონის ტურნირით დაგვიბრუნდება.
კვირის პალიტრა - ნიკოლოზ ...ახლა თავსატეხი ისაა, როგორი უნდა იყოს სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემა. მოგეხსენებათ, გაცდენილ თვეებში ჩოგბურთელებს შარშანდელი ქულები ჰქონდათ დასაცავი, რაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს. ქულების ბრმად ჩამოჭრაც აშკარა უსამართლობა იქნებოდა. როგორ ჩანს, აზრი შეჯერდა: ტურის განახლების შემდეგ ჩოგბურთელებს გამომუშავებული ქულები სრულად დაემატებათ, მაგრამ ზუსტად 52 კვირის (1 წლის) განმავლობაში ყოველკვირეულად დააკლდებათ იმ ქულების 1/52, რაც ლოკაუტის ოფიციალურად გამოცხადებამდე ჰქონდათ.
მაგალითად რაფაელ ნადალი, რომელსაც 9850 სარეიტინგო ქულიდან აგვისტო-სექტემბერში 5360-ს დაცვა მოუწევდა – შარშან მან აშშ-ის ღია პირველობა, „როლან გაროსი“ და რომის „მასტერსი“ მოიგო, მადრიდის „მასტერსზე“ კი ნახევარფინალში გავიდა.
რაც შეეხება საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს, ლოკაუტის გამოცხადების მომენტისთვის 1395 ქულით რეიტინგში 27-ე პოზიციაზე იდგა. შესაბამისად, მისი დანაკარგი  ერთი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად 1395:52=27 ქულა იქნება.
იმედია, დამდეგ საჩოგბურთო სეზონში ნიკას მონაგარი დაქვითულს ბევრად გადააჭარბებს.