No description available.მართალია, ამჟამად ყატარულ „ალ-სადს“ უდგას სათავეში, მაგრამ ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ხავი ერნანდესმა უკვე განაცხადა თანხმობა, სათავეში ჩაუდგეს „ბარსელონას“.
კლუბის ყველაზე ტრიუმფალური ეპოქის ერთერთ შემოქმედს მთავარი მწვრთნელის პოსტს შარშანვე სთავაზობდნენ, მაგრამ თავად იუარა – ჯერ „ბარსელონას“ საკადრი მწვრთნელი არ ვარო. როგორც ჩანს, გასულმა პერიოდმა მას თავდაჯერება შემატა. თანაც, ასეთი შანსი მესამედ როდის მიეცემა, ვინ იცის.
რაც შეეხება კიკე სეტიენს: მას შესაძლოა, სეზონის ჩამთავრება აცალონ, თუმცა არ არის გამორიცხული, დაუყოვნებლივაც გაუშვან. ასეთ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად „ბარსელონა B“-ს დამრიგებელი გარსიუ პიმიენტუ დაინიშნება.
კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა. ბოლოს და ბოლოს, ხავი ლეო მესისთვისაც კი შეუვალი ავტორიტეტია. ხავის წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება.