Исторически успех в Евролигата разплака литовска легенда ...თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში „ბარსელონა“ პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს თვალწინ რომ დაამარცხა, საბედისწერო გამოდგა კატალონიელთა მწვრთნელის სვეტისლავ პეშიჩისთვის. კლუბის ხელმძღვანელობამ სერბი სპეციალისტი თანამდებობიდან გაუშვა.

ახლა „ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – შარუნას იასიკავიჩუსი, რომლის კონტრაქტი 3 წლით არის გათვალისწინებული.

ლიტველი სპეცილისტი ტოვებს ვილნიუსის „ჟალგირისს“, რომელსაც სათავეში 2016 წლიდან ედგა. მისი ხელმძღვანელობით ლიეტუვურმა კლუბმა პირველად მოახერხა ევროლიგის „ოთხთა ფინალში“ გასვლა. ეს 2017-18 წლების სეზონში მოხდა.

იასიკავიჩუსი „ბარსელონასთვის“ უცხო არ არის – კალათბურთელობისას კატლონიურ კლუბთან ევროლიგის 2002-03 წლის გათამაშება გამოიგო.