ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ გახდა. 30-წლიანი ოცნების ხორცშემსხმელები ახლა არამხოლოდ ბითლზების ქალაქის გმირები არიან.

არადა, საფეხბურთო სამყაროში დაუწერელი კანონია: ავტომობილი მისი მფლობელის სტატუსს უნდა შეესაბამებოდეს. კლოპი ამას არას დაგიდევთ. საპირწონედ, „ლივერპულის“ მკვლელი თავდასხმის სამეულის ავტოები გამოდგება.
სადიო მანეს Bentley Continental 150 000 გირვანქა ღირს და მფლობელის იმიჯის სერიოზული დეტალია. პარტნიორს არც მო სალაჰი ჩამორჩა და Bentley Continental GT-ში 160 000 გირვანქა არ დაინანა.
ყველაზე ეპატაჟური ლივერპულელი კი ბრაზილიელი ბობი ფირმინოა: Lamborghini Urus 250 000 გირვანქამდე ღირს და ბობი შეყვარებული თინეიჯერივით ევლება თავს.
ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში იცით რა არის? იურგენ კლოპს კომპლექსის ნატამალიც არ ეტყობა იმის გამო, რომ გუნდის ავტოსადგომზე ყველაზე იაფი ავტოს მფლობელია.
