“ლელოს” და “სარბიელის” ჟურნალისტი, ქართული ოლიმპიური მოძრაობის უდიდესი მემატიანე, კავკასიისა და ჰიმალაის მწვერვალებთან მებრძოლი და ბოლოს, უშესანიშნავესი ადამიანი – ავთანდილ გურასაშვილი ჩვენთან აღარ არის.
ბატონ ავთოს თვალსაწიერი, ქართული სპორტის სიყვარული, შრომისმოყვარეობა სამაგალითო იყო თითოეული “სარბიელელისთვის”. მისი მრავალრიცხოვანი წიგნები ქართულ ოლიმპიზმსა თუ მთამსვლელობაზე უნიკალურობას არასდროს დაკარგავს, ხოლო ავთანდილ გურასაშვილის ფოტოკამერის ობიექტივში მოხვედრილი გამოსახულებებს ვერცერთი ფოტორეპორტიორი ვერ გაიმეორებს.
დაგვაკლდებით, ბატონო ავთო!
“სარბიელის” რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავთანდილ გურასაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…
