ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა გიორგი ნუცუბიძემ, საფრანგეთის პრო დ2-ის „ბიარიცთან“ კონტრაქტი ოთხი წლით, 2024 წლამდე გაახანგრძლივა.
„ლელო-სარასენსის“ აღზრდილმა მორაგბემ 2018 წელს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, რის შემდეგაც „ბიარიცის“ ესპუართა გუნდში გადავიდა, წინა სეზონში კი პირველ გუნდში დაწინაურდა პრო დ2-ის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ახალი კონტრაქტის პირობების თანახმად, 21 წლის ნუცუბიძე კიდევ ერთი წელი ესპუარად ჩაითვლება, 2021-2022 წლიდან კი კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი ექნება.