Arjen Robben in 'dream' comeback bid with first club Groningenარიენ რობენმა კარიერის განახლება გადაწყვიტა. 36 წლის ნახევარმცველმა თავისი ბავშვობის კლუბ „გრონინგენთან“ გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კლუბში გაატარა რობენმა პროფესიული კარიერის პირველი ორი წელი (2000-2002). მერე იყო პსვ, „ჩელსი“, „რეალი“ და „ბაიერნი“. არიენმა ყველა იმ ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, სადაც ითამაშა, გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, დასახელდა ნიდერლანდების წლის სპორტსმენად…
ნაკრებში ჩატარებულ 94 შეხვედრაში მის ანგარიშზე 37 გოლია, მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებულ ვერცხლის (2010) და ბრინჯაოს (2014) მედლებს მის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თითქოს რაღა უნდა ენატრა მშვიდი პენსიის ან სამწვრთნელო კარიერის ნაცვლად, მაგრამ…
„გრონინგენის“ აკადემიაში 12 წლისა მოვედი. კარგად მახსოვს სადებიუტო მატჩიც „ფეიენოორდთან“. 2 წლის შემდეგ პსვ – ში გადავედი და დაიწყო ჩემი 18-წლიანი მოგზაურობა, ახლა კი სახლში დავბრუნდი. სამწუხაროდ, ეს დაბრუნება კრიზისს დაემთხვა, რომელიც „გრონინგენსაც“ შეეხო. ვხედავდი, როგორ ცდილობდნენ ქომაგები კლუბის დახმარებას და მე ასეთ სიტუაციაში განზე დგომა არ შემეძლო. არ ვიცი, რა გამომივა, მაგრამ მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი,” – თქვა არიენ რობენმა.
ფეხბურთელი მოედანს სარწეველა სავარძლიდან როდი უბრუნდება. „ბაიერნიდან“ წამოსვლის შემდეგ ერთი წელი მუდმივად ინარჩუნებდა ფორმას, წინა ივნისი კი „ბაიერნის“ ბაზაზე გაატარა, სადაც კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობდა.
მისი კონტრაქტი მშობლიურ კლუბთან ერთწლიანია. მერე ვნახოთ…
Arjen Robben comes out of retirement aged 36 to make 'dream ...