
ამერიკული NBA-ის „ვაშინგტონ ვიზარდსის“ 31 წლის წევრმა აიზია ტომასმა განაცხადა, ლარი ბერდი ტიტულებს მხოლოდ იმიტომ იღებდა, რომ თეთრკანიანი იყოო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
ვისაც ლარი ბერდის თამაში არ ახსოვს, მშრალ სტატისტიკას შევახსენებ: „სელტიქსის“ სუპერვარსკვლავი სამჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, ასევე სამჯერ მიიჩნიეს რეგულატული სეზონის, ორჯერ კი ფინალური სერიის MVP-დ. ბერდმა ათჯერ მიიღო მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში. ამ ციფრებს მხოლოდ იმას თუ დავუმატებთ, რომ ბერდი საკუთარი ეპოქის ერთერთ ყველაზე ინტელექტუალურ და ელეგანტურ კალათბურთელად ითვლებოდა.
სანამ ბერდზე ისაუბრებდა, აჯობებდა აიზიას უფროსი აიზია ტომასისთვის ეკითხა აზრი – მას კი ნამდვილად კარგად ახსოვს ბერდთან უშუალო დაპირისპირებები.
ისე, ორი აიზია ტომასი მამა-შვილია. უმცროსს უფროსის სახელი მამამისმა სანაძლეოს წაგების გამო დაარქვა.
