Krishtianu Ronaldu «Yuventus» bilan ilk sovrinini qo'lga kiritdiტურინის „იუვენტუსის“ 35 წლის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მორიგი მიღწევით იწონებს თავს. გუშინ „იუვემ“ 4:0 გაანადგურა „ლეჩე“. პორტუგალიელმა, ცხადია, გოლი გაიტანა.

ამრიგად, „ლეჩე“ გახდა მე-20 გუნდი იტალიაში, რომელსაც კრიშტიანუმ გაუტანა. ახლა აპენინებზე მხოლოდ „კიევო“ დარჩა, რონალდუს მრისხანება რომ არ უგემია. არადა, გასულ სეზონში პორტუგალიელს ამის შანსი ჰქონდა – პენალტი ვერ გამოიყენა. გასულ სეზონში „კიევო“ სერია A-დან გავარდა, წლეულს ვეღარ გადმოვა და შესაბამისად კრიშტიანუსაც ერთი წელიწადი მოცდა მოუწევს, ისიც კარგ ვარიანტში…

„ლეჩესთან“ კი კრიშტიანუმ გოლს 2 პასიც დაამატა – ჯერ პაულო დიბალას გაატანინა, შემდეგ მის შემცვლელ გონსალო იგუაინს. ორივე არგენტინელს. სულ კი, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, რონალდუმ „იუვეს“ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მოახერხა 26 გოლის გატანა და  4-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა .