We were wrong, it was too soon: Novak Djokovic on hosting Adria ...ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩს ეპიდემიოლოგიური ბომბი უწოდეს. მასშტაბებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ არანაკლები მოხდა საჩობურთო ტურნირ Adria Tour-ზე, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებით ჩატარდა.

დაავადებულთა რიცხვს ერთ-ერთი ხორვატული ტელევიზიის სპორტული ჟურნალისტი მირნა ზიდარიჩი შეემატა. ზადარში გამართულ ტურნირზე ჟურნალისტმა თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც კორონაზე ტესტი გაიარა და დადებითი პასუხი მიიღო.

მოკლედ, Adria Tour-ზე დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის ზიდარიჩის გარდა, კორონავირუსით დაავადებულნი არიან ჩოგბურთელები – გრიგორი დიმიტროვი, ბორნა ჩორიჩი, ვიქტორ ტროიცკი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. პლუს ტროიცკის ფეხმძიმე ცოლი და ჯოკოვიჩის მეუღლე.

მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, ხორვატიის ქალაქ ბოლში WTA-ს ტურნირის დირექტორი ფელიქს ლუკასი ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გადადგომას ურჩევს. ლუკასმა ჩინოვნიკები ცუდი ორგანიზაციული საკითხების გამო გააკრიტიკა.

Adria Tour ნოლეს იდეა კი გახლდათ, მაგრამ კორტზე და მის გარშემო ორგანიზაციულ საკითხებს, ბელაგრადსა და ზადარში, ადგილობრივი ფედერაციები აგვარებდნენ.

„საშინელი ორგანიზება იყო. არანაირი ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. პირველ დღეს ანტისეპტიკური წყალიც არ იყო ხელების დასამუშავებლად. საშინელი სიტუაცია შეიქმნა. ზადარის ტურნირი თავიდანვე განწირული იყო ჩავარდნაზე, რადგან ყველას ფეხებზე ეკიდა წესები. ტურნირი არაკომპეტენტურმა ხალხმა მოაწყო, თუმცა ქვეყანაში პროფესიონალებიც არიან. ფედერაციის ხელმძღვანელობას მოუწევს თანამდებობების დატოვება. ყველას ჯოკოვიჩთან თავის მოწონება უნდოდა, არავინ ფიქრობდა ტურნირის ორგანიზებაზე“, – აცხადებს ლუკასი.

ATP posted a statement after the Adria Tour problems