Liverpool could make £200m plus Sadio Mane offer for Kylian Mbappe ...„ლივერპული“ არანორმალურ შეთავაზებას გაუკეთებს „პარი სენ-ჟერმენს“ – სადიო მანე და 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი კილიამ მბაპეს სანაცვლოდ. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

რა არის არანორმალური? ის, რომ თავად მანე 150 მილიონი ღირს. ყოველ შემთხვევაში, ამ თანხის გადასახდელად მზად მადრიდის „რეალი“ და ზემოთ ნახსენები პსჟ არიან.

ამ გაცვლას საფუძვლად ისიც უდევს, რომ მანე „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. არადა, სენეგალელი იურგენ კლოპის ფავორიტი ფეხბურთელია და ახალი ხელშეკრულებით, ვირჯილ ვან დეიკთან ერთად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი (250.000 გირვანქა კვირაში) გახდება. თუმცა, როგორც ჩანს, მანეს სხვა გეგმები აქვს.

ამიტომაც, მერსისაიდული კლუბი ცდილობს ტრანსფერში გამოიყენოს, თანაც მანე პსჟ-ს სურს. ჰოდა, „ლივერპული“ ცდილობს, მბაპეს სანაცვლოდ, მანე იქეთ შესთავაზოს ფრანგებს და თანხაც დაუმატოს.

თუმცა, ჯამში 350 მილიონი გირვანქა სტერლინგი ფეხბურთელში, ძალიან ზედმეტი გვეჩვენება…