ეუფამ ერთი კვირის წინ ძლივს მოაბა თავი ჩემპიონთა ლიგის დასრულების გადაწყვეტილების მიღებასს და უკვე, შესაძლოა, მისი გადახედვა მოუხდეს.
საქმე ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი“ 12-23 აგვისტოს ლისაბონში უნდა გაიმართოს. სტადიონებიც შერჩეულია – „და ლუჟი“ და „ჟოზე ალვალადე,“ თუმცა პორტუგალიაში ბოლო დღეებში პორტუგალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით – ლისაბონში. შედეგად, ხელისუფლებამ ქვეყანაში შეზღუდვები თავიდან დააწესა.