What to expect from new Fiorentina manager Giuseppe Iachini ...
ჯუზეპე იაკინი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ესეც კორონავირუსი და ცარიელი ტრიბუნები…

გამაყრუებელ ხმაურში თამაშს მიჩვეულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ავიწყდებათ, რომ ცარიელ სტადიონებს საოცარი აკუსტიკა აქვთ. თითოეული გადაძახილი ტელემაყურებლამდე მიდის და არამხოლოდ.
„ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელ ჯუზეპე იაკინის და მცველ მარტინ კასერესს დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. სადისციპლინო კომისიამ ჩათვალა, რომ „ბრეშასთან“ 1:1 დასრულებული შეხვედრის მსვლელობისას მათ ემოციურ ნიადაგზე რამდენჯერმე მკრეხელური ფრაზები წამოიძახეს.
ფრაზები გაშიფრულია, მაგრამ არ გასაჯაროებულა. ამბობენ, რომ კათოლიკური ნორმების მქადაგებელი იტალიის საფეხბურთო ლიგაში მსგავსი გამონათქვამები აკრძალულია.
იაკინის დისკვალიფიკაცია ერთმატჩიანია, კასერესი კი ორი ტურის განმავლობაში იუქმებს.
Aa