მსოფლიო ჩოგბურთს ჯოკოვიჩის კლასტერი შეესია. სერბი მეჩოგნის მიერ მოწყობილ Adria Tour-ის შემდეგ კორონავირუსი ვიქტორ ტროიცკისაც დაუდასტურდა. ნოლეს თანამემამულეს სპეციალური ტესტი ჩაუტარდა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა.
დაინფიცირებულია ტროიცკის მეუღლეც, ხოლო მის მცირეწლოვან გოგონას ვირუსი არ აღმოაჩნდა.
ტროიცკიმ ბელგრადში გამართულ Adria Tour-ში მიიღო მონაწილეობა, გასულ კვირას კი „აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატზეც“ ითამაშა. ორივე ტურნირზე ტროიცკი ჯოკოვიჩს, ალექსანდრ ზვერევს, ფილიპ კრაინოვიჩს, ბორის ბუტულიას, რიკარდას ბერანკისსა და ლუკა პავლოვიჩს დაუპირისპირდა.
ცხადია, ყველა იმ ჩოგბურთელისა და ადამიანის ტესტირება იგეგმება, ვისთანაც 34 წლის ჩოგბურთელს ამ ტურნირებზე შეხება ჰქონდა…თუმცა…