ბოლო დროს გავრცელებული ცნობები გია ცეცაძის „ლვოვის“ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ დადასტურდა.

45 წლის სპეციალისტი აქამდე მხოლოდ საქართველოში მუშაობდა. ცეცაძე წვრთნიდა გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივს“, „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“.

სამტრედიაში მუშაობისას გახდა საქართველოს ჩემპიონი (2016) და სუპერთასის მფლობელი. ექვსი წლის წინ ცეცაძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 8 საუკეთსო გუნდს შორის გავიდა. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში. იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე.

„ლვოვი“ უკრაინის უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა…

No description available.