როგორც კი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩოგბურთში რეგულაციები შემცირდა, მოწყენილმა ჩოგბურთელებმა ტურნირები „მოსცხეს“. უფრო სწორად, ნოვაკ ჯოკოვიჩმა Adria Tour-ის მოწყობა ითავა და ტოპ-მეჩოგნეები მიიწვია…

13-14 და 20-21 ივნისს ბელგრდსა და ზადარში საგამოფენო ტურნირები გაიმართა. Adria Tour საზოგადოებრივი კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან ჩოგბურთელები არც თუ კარგად იცავდნენ რეგულაციებს – არ იცავდნენ დისტანციას და ტრიბუნებზე მაყურებლები გვერდი-გვერდ ისხდნენ.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ზადარის ტურნირის ფინალში, ერთმანეთს ანდრეი რუბლიოვი და ჯოკოვიჩი უნდა შეხვედროდნენ, რომლებმაც თავიანთ ჯგუფებში ყველა შეხვედრა მოიგეს. თუმცა, ფინალი არ ჩატარდა – მიზეზი კორონავირუსია…

ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი გამართა გრიგორი დიმიტროვმა, რომელიც 1:4, 1:4 (მატჩები ოთხსეტიანი იყო) დამარცხა ბორნა ჩორიჩთან და შეჯიბრებიდან მოეხსნა. როგორც შემდეგ გაირკვა, დიმიტროვმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი აჩვენა.

მოგვიანებით კორონავირუსი უკვე ჩორიჩსაც აღმოაჩნდა და… ჯოკოვიჩის ფიტნეს-მწვრთნელ მარკო პანინის.

ტესტირება ჯოკოვიჩსაც ეკუთვნის, რომელსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, თუმცა ნოლემ ტესტირებაზე უარი განაცხადა და ხორვატიიდან ბელგრადში დაბრუნდა. მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს, არაფერი აწუხებს და ტესტირების საჭიროებას ვერ ხედავს.

ვნახოთ, შეიცვლის თუ არა აზრს ნოლე მწვრთნელის დაინფიცირების შემდეგ…