სადიო მანეს საქციელმა „ენფილდზე” ხალხი ააღელვა — იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის „ლივერპულში” თამაშს აღარ აპირებს.
28 წლის სენეგალელი, რომელიც 150 მილიონი გირვანქა ღირს, აგერ უკვე ცხრა თვეა ახალი კონტრაქტის დადებისგან თავს იკავებს.
ინგლისური მას-მედია წერს, რომ შექმნილი მდგომარეობა უკვე მერსისაიდელთა თავკაც იურგენ კლოპსაც აღიზიანებს. გერმანელმა კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, მართალია სანეს ჩვენთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს, მაგრამ ახლავე უნდა ვიცოდე, კიდევ აპირებს დარჩენას თუ არაო.
სხვა საქმეა ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი, რომელმაც „ენფილდზე” 2025 წლამდე გადაწყვიტა დარჩენა და 250 მილიონიან კონტრაქტს აწერს ხელს.
ვან დაიკის ამბავი ოფიციალურად მას მერე გაფორმდება, რაც „ლივერპული” პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.
ამრიგად, ჰოლანდიელი მცველი კვირაში 220 000 გირვანქას მიიღებს და „წითლების” ისტორიაში ყველაზე დიდხელფასიანი მოთამაშე გახდება.
ამბობენ, რომ ვან დაიკის გადაბირება „რეალს” და „პარი სენ ჟერმენსაც” უნდოდათ და შესაძლოა ჯერ კიდევ სცადონ ბედი.
დავუბრუნდეთ მანეს. როგორ ამბობენ, სენეგალელის ყიდვა „პარი სენ ჟერმენს” უნდა, „ლივერპულს” კი თურმე მის კილიან მბაპეში გაცვლაზე დაუწყია ლაპარაკი. ერთადერთი ვარიანტი ეს თუ იქნებაო.
და მაინც, კლოპს ყველაფერს მანეს დატოვება და შემდგომ წლებში მასზე დაყრდნობა უჯობსო, წერა ბრიტანული პრესა.