Kane's Man Utd transfer will be blocked by Mourinho but 'he will ...ჟოზე მოურინიომ „ტოტენჰემში“ საკუთარი ხელწერა მიიტანა და ეს გუნდის უპირველესი ვარსკვლავის – ჰარი კეინის თამაშზე მხოლოდ უარყოფითად აისახა. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა Sky Sports -ის წამყვანმა ექსპერტმა პოლ მერსონმა.
„კეინის გამო მაშინვე შევშფოთდი, როგორც კი გუნდში ჟოზე მივიდა. პოჩეტინოს დროს, საითაც არ უნდა განვითარებულიყო თამაში, გუნდი ერთად, კომპაქტურად გადაადგილდებოდა. შესაბამისად, იყო გოლები, დარტყმები, გამჭოლი გადაცემები ჰარი კეინის შესრულებით. ახლა ის წინა ხაზზე თავის თავს შეატოვეს და თითოეული ბურთის მოსახელთებლად გაცილებით მეტი ენერგია უნდა დახარჯოს. მატჩის ბოლოსკენ, თამაშიდან სულ რომ არ გამოთიშულიყო, 50-მეტრიანი პასების გაკეთება უწევდა. ეს კეინი არ არის.
ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის სერიოზულად დაფიქრდება გუნდიდან წასვლაზე. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აპირებს მოურინიო მის გამოყენებას, წარმოუდგენელია, კეინმა მომავალ სეზონში 25-30 გოლი გაიტანოს“, – ბრძანა პოლ მერსონმა პირდაპირი ჩართვისას.