Jose Mourinho had words to say about the referee and the VAR officials„ტოტენჰემის“ მწვრთნელი ჩვეულ სტიქიაშია – პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნატედთან“ (1:1) მატჩის შემდეგ უკმაყოფილო ვიდეო რეფერის გადაწყვეტილებებით დარჩა.

„რა არ მომეწონა? პენალტების დანიშვნით უკმაყოფილო ვარ… არ მაწყობს VAR-ის მუშაობა. მოედანზე მსაჯი, შესაძლოა, შეცდეს და „იაფფასიანი“ პენალტი დადოს, მაგრამ ამ დროს საკუთარი სამუშაო VAR-მა უნდა შეასრულოს. ყველამ ვიცით, რომ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერი“ პენალტების მოპოვების აბსოლუტური რეკორდსმენია. ისიც ვიცოდით, რომ მსგავსი ჩვენთანაც მოხდებოდა და ძალიან ვფრთხილობდით. ყველა დარტყმა ისე უნდა დაგვებლოკა, რომ ხელები ზურგსუკან გვქონოდა, რადგან ფეხბურთელებმა იცოდნენ ამას რაც მოჰყვებოდა.

რა მომეწონა? ის რომ გუნდი ურთიერთობს, ორგანიზაციულია, მყარი, აკონტროლებს თამაშს და მიჰყვება გეგმას. ზუსტად ასე ვითამაშეთ და „მანჩესტერს“ უჭირდა. ამით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ერთია, როდესაც „მანჩესტერმა“ დომინირება დაიწყო, დავიღალეთ და მთელს მოედანზე პრესინგი აღარ გამოგვდიოდა“, – თქვა მოურინიო.

შეგახსენებთ, რომ განახლებულ პრემიერლიგაში „მანჩესტერი“ 46 ქულით მეხუთეა, 42-ქულიანი „ტოტენჰემი“ – მერვე.