როგორც იცით, NBA-ს დრაფტზე დგას ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი. დრაფტი 25 ივნისს, ბრუკლინის „ბარკლაი სენთერში“ უნდა გამრთულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ის 2020 წლის 16 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ახალგაზრდა ტალანტებს მოხსნის უფლება 10 დღით ადრე ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ სანდრო კოლეჯის გუნდ „სეტონ ჰოლის“ ღირსებას იცავს და გაისადაც იქ შეუძლია ითამაშოს, თუმცა დრაფტზე კანდიდატურა მაინც დააყენაა. არაფერს კარგავს – წლეულს შეუძლია მოხსნას კანდიდატურა, კოლეჯი დაამთავროს და 2021 წელს ხელახლა დადგეს.
სანდრო ამ სეზონში „სეტონ ჰოლში“ 11.9 ქულასა და 6 მოხსნას აგროვებდა.
პირველად ქართველთაგან NBA-ში ვლადიმერ სტეფანიამ ითამაშა, რომელიც „სიეტლმა“ 1998 წელს აიყვანა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით NBA-ის დრაფტზე ქართველი 2004 წლის შემდეგ არ აურჩევიათ. 2002 წელს „დენვერმა“ ნიკა ცქიტიშვილი აიყვანა, 2003 წელს „ორლანდომ“ – ზაზა ფაჩულია, 2004 წელს „ატლანტამ“ – ვიქტორ სანიკიძე და იმავე საღამოს „სან ანტონიოს“ დაუთმო, თუმცა ვიკას NBA-ში არ უთამაშია.
მას შემდეგ ოკეანის გაღმა კიდევ ორი ქართველი აირჩიეს: 2012 წელს თორნიკე შენგელია „ფილადელფიამ“ აიყვანა და „ბრუკლინს“ დაუთმო, ხოლო 2019 წელს „ინდიანამ“ გოგა ბითაძე მე-18 ნომრად მიიღო.
ვნახოთ, აბა, წლეულს რა იქნება…





