Why Alphonso Davies deserves new Bayern Munich deal - MatchCentreბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების დაწყებამდე კანადელი ალფონსო დევისის სახელი ფეხბურთის ქომაგებს ბევრს არაფერს ეუბნებოდა…
19 წლის ყმაწვილმა სადებიუტო სეზონში 28-ჯერ მოირგო მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასიც მიითვალა. შეუძლია როგორც მცველის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში.
დევისი ბუნდესლიგის ისტორიაშიც მოხვდა, როგორც უსწრაფესი ფეხბურთელი მას შემდეგ, რაც სისწრაფეების გამზომი ტექნოლოგია დაინერგა. 32-ე ტურის შეხვედრაში ბრემენში, „ვერდერთან“ (0:1) ერთერთ ეპიზოდში მან 36,51 კმ/სთ (!) სიჩქარე განავითარა. ამას დაუმატეთ ზოგადად მისი წვლილი გუნდის გაჩემპიონებაში და აღარ გაგიკვირდებათ, რატომ აღიარეს ალფონსო დევისი სეზონის საუკეთესო ახალბედად. არადა, ამ ტიტულს თითქმის ყველა „დორტმუნდი“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს უწინასწარმეტყველებდა. ჩემპიონობას სხვა ძალა აქვს.
Report: Bayern Munich want to offer Alphonso Davies new contract ...