La Liqa klubunda yeni baş məşqçiმადრიდის „რეალისა“ და „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელ ხუან კარლოს უნსუეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უნსუეს ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება უკურნებლად ითვლება და დროთა განმავლობაში ორგანიზმის სრულ პარალიზებას იწვევს.
მატჩის დაწყების წინ „რეალის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გამოიტანეს საკლუბო მაისურა წარწერით „უნსუე, ჩვენ შენთან ვართ“. მაისურა კაპიტნებს – სერხიო რამოსს და დანი პარეხოს ეჭირათ.
ხუან კარლოს უნსუე 2003-2010 წლებში „ბარსელონას“ მეკარეების მწვრთნელი იყო. მერე, 2017 წლამდე სამწვრთნელო შტაბში შედიოდა და ფრენკ რაიკაარდს, ხოსეპ გვარდიოლას და ლუის ენრიკეს ეხმარებოდა. სამწვრთნელო კარიერა შარშან „ჟირონაში“ დაასრულა.