
რომან აბრამოვიჩს გერმანიის ნაკრების ფორვარდის გამოსყიდვა 47,5 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ამ თანხიდან 15% „შტუტგარტს“ ერგება, საიდანაც ტიმო 2016 წელს გადავიდა „ლაიფციგში“. თავად ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში ხელფასის სახით კვირაში 170 ათას გირვანქას მიიღებს. 24 წლის ტიმო ვერნერის კონტრაქტი ხუთწლიანია. ის სეზონს გერმანიაში ჩაამთავრებს და „ჩელსის“ ივლისში შეუერთდება.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ვერნერი მოედანზე 32-ჯერ გავიდა, 26 გოლი მიითვალა და 8-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.