UEFA Archives - Page 13 of 16 - Daily Advent Nigeriaუეფაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში  გაიმართა და  ცნობილი გახდა ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის, ფლეი ოფისა და ჯგუფური ეტაპის გამართვის თარიღი.

შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე საქართველოდან ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: თბილისის „დინამო“ ჩემპიონათა ლიგაში, ხოლო ევროპალიგაში – ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროსეზონი გვიან იწყება, საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ერთმატჩიანი იქნება – მასპინძელი გუნდი წილისყრის შედეგად გამოვლინდება. ფლეი ოფის რაუნდს კი კლუბები ტრადიციულად საკუთარ მოედანზე და სტუმრად ჩაატარებენ.

ჩემპიონთა ლიგა

8 -11 აგვისტო საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი

18 -19 აგვისტო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

25 -26 აგვისტო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

15 – 16 სექტემბერი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

22 – 23 და 29 – 30 სექტემბერი ფლეი ოფი

20 ოქტომბერი – 9 დეკემბერი ჯგუფური ეტაპი

ევროპის ლიგა

20 აგვისტო საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი

27 აგვისტო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

17 სექტემბერი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

24 სექტემბერი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

1 ოქტომბერი ფლეი ოფი

22 ოქტომბერი – 10 დეკემბერი ჯგუფური ეტაპი.