იტალიის თასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ ტურინის „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ წარსდგებიან.
ნახევარფინალში ორივემ მილანური ბარიერი გადალახა – ტურინელებმა „მილანს“ აჯობეს, ნეაპოლელებმა კი ორი მატჩის ჯამში „ინტერი“ დაამარცხეს.
ბუნებრივია, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის, მაგრამ სერია A-ს გენერალური დირექტორის ლუიჯი დე სიერვოს განცხადება მაინც მოულოდნელი იყო: „მატჩის შემდეგ გუნდები დამოუკიდებლად დაიჯილდოებენ თავს. ცერემონიაში არც ერთი გარეშე პირი არ ჩაერევა. გამარჯვებული გუნდი მოედნის კიდეზე გამოტანილ თასს აიღებს, დამარცხებული კი მედლებს.“ ესეც მთელი ცერემონია…
